ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი სენაკთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა თხრილში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. ავტობუსი კი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, მოქალაქეებს დანიშნულების ადგილამდე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაუყვანენ. მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.
ბათუმში, ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს – ის ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.










