ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი სენაკთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა თხრილში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. ავტობუსი კი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, მოქალაქეებს დანიშნულების ადგილამდე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაუყვანენ. მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის...










