კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, გერმანიაში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ გაიხსნა.
ლუდის ყველაზე დიდი ტრადიციული ფესტივალი, რომელიც მიუნხენში მთელი მსოფლიოდან მილიონობით ტურისტს იზიდავს, ბოლოს 2019 წელს გაიმართა და მას 6,3 მილიონი ვიზიტორი დაესწრო.
ფესტივალი, რომელიც მიუნხენის მერმა 17 სექტემბერს გახსნა, 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ღონისძიებაზე კოვიდშეზღუდვები არ იმოქმედებს.










