რადგან ასე მეკითხებით, გაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას!
აზოსვტალში პრობლემაა, თან ძალიან დიდი! მარიუპოლის მცველებმა შეასრულეს სამხედრო მისია! მათ იბრძოლეს ბოლომდე და 82 დღის განმავლობაში აჩვენეს წარმოუდგენელი გმირობა! მათ შეძლეს ის, რომ შეინარჩუნეს აზოვსტალში მყოფი ყველა სამოქალაქო პირის სიცოცხლე და უსაფრთხოდ გაიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე! შეინარჩუნეს პოზიციები თითქმის 3 თვე, გაანადგურეს 6000-ზე მეტი ორკი, ასეულობით მტრის სამხედრო ტექნიკა და ა.შ.
გუშინ გარნიზონის სამეთაურო შტაბმა მიიღო ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან, რომ უნდა გადაარჩინონ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე! ბიჭებს ამოწურული ჰქონდათ ყველანაირი რესურსი(როგორც საბრძოლო, ისე საარსებო).
აზოვსტალის მებრძოლების გაყვანა მოხდა ეგრედწოდებულ დეენერში! ისინი ახლა არიან სამხედრო ტყვეები! მათ გაცვლაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს! უკრაინა მზად არის მედვედჩუკშიც კი გაცვალოს ისინი, მაგრამ რუსეთი არ თანხმება ამ შეთავაზებას სამწუხაროდ! დეენერის მარიონეტული რეჟიმი ამბობს, რომ მათ გაასამართლებენ, როგორც სამხედრო დამნაშავეებს! ნუ ამას ბუნებრივია სჭირდება დრო! ასე რომ ტყუილ მოლოდინებს ნუ შევიქმნით, რომ დღეს და ხვალ ისინი შეიძლება გადმოიყვანონ უკრაინაში! დაჭრილებს მკურნალობენ ჰოსპიტალში, რის შემდეგაც გადაიყვანენ ციხეში!
ნიშნავს თუ არა ეს ომის წაგებას?
რა თქმა უნდა არა! ომი გრძელდება! წინ მივდუვარ ხარკოვის მიმართულებით! მნიშვნელოვანი წინსვლაა ხერსონის ოლქში! ასევე ზაპოროჟიეშიც! დასავლური იარაღი უკვე აქტიურად ერთვება საომარ მოქმედებებში! ლენდ-ლიზი ამ კვირას ამოქმედდება და ახალ ახალი იარაღი უწყვეტად წავა უკრაინაში!
რუსეთის პროპგანდასტულ არხებზეც ვეღარ მალავენ უკვე, რომ შეიძლება წაგების აღიარება და ყირიმის დათმობაც კი მოუწიოთ! რუსეთი ამზადებს კაპიტულაციას, ეს დროის ამბავია მხოლოდ!
უკრაინა დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს! გაანთავისუფლებს ამ ბიჭებსაც და მოიგებს ამ ომს!