რუსების მორიგი აღიარება სამხედრო დანაშაულზე – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ოკუპანტები საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ იარაღს იყენებენ, ბრძანება კი უშუალოდ კრემლიდან მოდის.
ფოსფორული ბომბების გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა დღესაც. “აზოვსტალში” რუსებმა სწორედ ეს მომაკვდინებელი ჭურვები ჩამოყარეს.
“ვურტყამთ და ვურტყამთ. იქ არიან. ბუნკერებში ბევრნი არიან. არც დანებება უნდათ და არც გარეთ გამოდიან. ნელ-ნელა ვურტყამთ.
ყველანი ველოდებით ვალოდკას როდის ამოუვა ყველაფერი ყელში, ჯარებს გაიყვანს აქედან და “ტოპოლებით” დაარტყამს.
ისე, რაც აკრძალულია კონვენციებით, ყველაფერი გვაქვს. ვიყენებთ კასეტურებსაც და ფოსფორულსაც”, – ამბობს რუსი ოკუპანტი.









