პოლტავას ოლქის ხელმძღვანელის დიმიტრი ლუნინის განცხადებით, ოკუპანტების მიერ 12 გასროლილი რაკეტიდან უკრაინელებმა 1 ჩამოგდება მოახერხეს.
“პოლტავაში მშვიდი დღე არ ყოფილა. საღამოს 6 საათიდან ოკუპანტებმა დაბომბეს ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, 12 რაკეტა ესროლეს. რაკეტების უმეტესი ნაწილი დაუმიზნეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ახლა იქ ძლიერი ხანძარია და სამაშველო სამუშაოები ტარდება. ნელ-ნელა ვახდენთ ხანძრის ლიკვიდირებას. ერთი რაკეტის ჩამოგდება ჩვენმა ჯარმა მოახერხა, დანარჩენი რაკეტები კი უფრო მეტად დასახლებულ პუნქტებზე იყო დამიზნებული. დღის მონაცემებით სასიხარულო ის არის, რომ დაშავებულები და გარდაცვლილები არ გვყავს,” – თქვა ლუნინმა.










