რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორიც რუსეთში გარკვეულ ადამიანებს სურთ.
ჩიჟოვი ფინეთისა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების სურვილსაც გამოეხმაურა და არ დამალა, რომ ალიანსში მათი მიღების შემთხვევაში რუსეთი “სამხედრო ტექნიკურ ზომებს” მიიღებს.
“ის [“სამხედრო ოპერაცია”] გრძელდება გარკვეული სიჩქარით უკრაინაში სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის რუსეთის ჯარების და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების, ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.
რუსული არმია ამერიკისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა განზრახვა.
უნდა გავიმეორო, რომ რუსეთის განზრახვა არ იყო ტერიტორიის დაპყრობა უკრაინაში”, – ამბობს ჩიჟოვი.










