უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აშშ-ში აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა.
ბურთი მსოფლიო ლიდერების მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ცნობილ კოლექციონერს რენდი კაპლანს ეკუთვნოდა.
აუქციონერები ამბობენ, რომ გაყიდვიდან $15,000 ომის შედეგად დევნილი უკრაინელების დასახმარებლად დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა ანონიმური დარჩენა სურდა.










