,,დღეს აზოვის პოლკის დღეა, პოლკის რომელიც ომის დაწყების დღიდან დღემდე გმირულად, უკან დაუხევლად და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს მიღმა იცავს უკრაინისთვის სტრატეგიულ მნიშვნელოვან ქალაქ მარიუპოლს.
სიმბოლური იყო, რომ სწორედ გუშინ გამთენიისას დაიწყეს აზოვსტალის ბუნკერების აღებისთვის შტურმი რუსებმა, ვიანაიდან მათ იცოდნენ, რომ დღეს 5 მაისს აზოველების დღეა და სურდათ დღეისთვის მათი სრულად განადგურება თუმცა მიუხედავად დიდი მახვერპლისა და უთანასწორო ბრძოლისა, აზოველებმა რუსული შტურმი მოიგერიეს და კვლავ აგრძელებენ მედგარ წინააღმდეგობას.
ამავდროულად, რაც ყველაზე საამაყოა ჩვენთვის, აზოვის პოლკის, როგორც მსოფლიოში ყველაზე მებრძოლი და უკანდაუხეველი პოლკის შექმნასა და ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი ქართველ მებრძოლებს მიუძღვით.