LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში-კურტ ვოლკერ

საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში-კურტ ვოლკერ

დაპოსტა 2022/05/04-ში
A A
83
ნახვა
გაზიარება

საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში, წლების წინ, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაზე მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად – ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში და ნატო-ში, აშშ-ს ყოფილი ელჩმა, კურტ ვოლკერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მან განმარტა აღნიშნულის მიზეზები და განაცხადა, რომ ქართული დემოკრატია ცუდად ჩატარებული არჩევნებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით არ შესულიყო პარლამენტში, შარლ მიშელს შეთანხმების უგულებელყოფით, დაზარალდა

მისივე თქმით, ახლა „ელოდებიან შემდეგ არჩევნებს და იმედს იტოვებენ, რომ უკეთესი იქნება“.

კურტ ვოლკერის თქმით, ახლა წინამძღოლის პოზიციაში უკრაინაა და სწორედ უკრაინისთვის მიცემული შესაძლებლობა გახსნის კარებს, თუნდაც მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომ ისინიც მიიწვიონ გასაწევრიანებლად.

„საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში. წლების წინ, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაზე მზად ნატო – ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად. უკრაინა ზედმეტად დიდი იყო, და ეს პრობლემას წარმოადგენდა. მოლდოვა არ იყო მზად. საქართველოს შეეძლო იქ ყოფნა. მაგრამ ახლა მდგომარეობა ასეთია: ქართული დემოკრატია ცუდად ჩატარებული არჩევნებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით არ შესულიყო პარლამენტში, შარლ მიშელს შეთანხმების უგულებელყოფით, დაზარალდა. ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა. ველოდებით შემდეგ არჩევნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთესი იქნება, სამართლიანობისა და თავისუფლების კუთხით და ყველა საკუთარ როლს კონსტიტუციის ფარგლებში შეასრულებს.

მეორე მხრივ უკრაინამ თავი წარმოაჩინა, როგორც მონდომებულმა ქვეყანამ, რომელიც თავს იცავს რუსული აგრესიისგან. შედეგად ევროკავშირში და აშშ-ში უკრაინა გამოიყურება უფრო მოსაწონად, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და ევროპული სახელმწიფო. შესაბამისად, მათი შესაძლებლობები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო დიდია, ვიდრე აქამდე და ახლა წინამძღოლის პოზიციაში არის უკრაინა. უკრაინისთვის მიცემული შესაძლებლობა გახსნის კარებს თუნდაც მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომ ისინიც მიიწვიონ გასაწევრიანებლად”,- თქვა მან გადაცემაში.

რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, ის თუ რისი გაკეთება სჭირდება საქართველოს, ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს “ჰყავს კარგი ჯარი, აქვს კარგი გამოცდილება ავღანეთში აშშ-სთან მუშაობის” და „ყურადღება უნდა გაამახვილოს დემოკრატიულ ინსტიტუციებზე და მათ სწორ ფუნქციონირებაზე”.

„მან უნდა იმუშაოს სასამართლო რეფორმებზე და უნდა შეინარჩუნოს ახლო კავშირი აშშ-სთან , ნატოს მოკავშირეებთან წვრთნებზე, კოოპერაციაზე. და თუკი უკრაინაში დამთავრდება ომი და შესთავაზებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ დროისთვის მზად იქნება ფართო ნაბიჯის გადასადგმელად“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

რაც შეეხება საკითხს, რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და არის თუ არა საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ნაბიჯები საკმარისი რუსეთის აგრესიის თავიდან ასარიდებლად, ყოფილმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს არაა იმ პოზიციაში, ამ მომენტში რუსეთის მხრიდან თავდასხმას ელოდოს, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი

„უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არასდროს შეჩერებულა. მათ აიღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთა დამოუკიდებლობაც შემდეგ აღიარეს და ბორდერიზაციის შედეგად სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იტაცებენ. იყო საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებიც. აგრესია ყოველთვის სახეზე იყო. ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთი სრულიად ჩაფლულია უკრაინასთან ომში. რუსეთისთვის ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. მათ მოუწიათ ძალების მობილიზება სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან, უკრაინაში საბრძოლველად. ასე რომ, ახლა ვფიქრობ, რომ საქართველო არაა იმ პოზიციაში, რომ ელოდოს ამ მომენტში თავდასხმას. მაგრამ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი. თუკი რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ვფიქრობ უნდა მოვთხოვოთ, რომ მოხდეს ფოკუსირება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინას, დნესტრისპირეთსა და ყირიმზე. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რუსეთის ოკუპაცია ამ რეგიონებშიც უკრაინაში ომის მიმდინარეობის ფონზე. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომლითაც კიდევ ერთხელ სერიოზულად უნდა დავინტერესდეთ უკრაინაში ომის დამთავრების კონტექსტში”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მოლდოვაში შეჭრის შესაძლებლობას, მისი შეფასებით, რუსეთს ამის რესურსი არ აქვს და რომ ჰქონდეს, შეიჭრებოდა.

„ამ ეტაპზე არ ველოდები რუსეთის შეჭრას მოლდოვაში, რადგან ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ ჰქონდეთ, შეიჭრებოდნენ კიდეც.

ისევ კონტექსტს აქვს მნიშვნელობა: მოლდოვა უკრაინის მსგავსად არ არის ნატოს წევრი და ალიანსს არ აქვს მისი დაცვის ვალდებულება. უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი იყო ძალიან გონივრული, როდესაც საომარ მოქმედებებში პირდაპირ არ ჩაერთო, რადგან ეს კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებდა.

ვფიქრობ, იგივე მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მოლდოვაში შეიჭრებოდა. დასავლეთი ყოველ მხრივ მხარს დაუჭერდა მოლდოვას, თუმცა პირდაპირ არ ჩაერთვებოდა კონფლიქტში.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახალ არის ის, რომ რუსეთი შეაჩერონ უკრაინაში. უკრაინა აკეთებს საოცარ საქმეს და დასავლეთი როგორც იქნა მას ამარაგებს საჭირო შეიარაღებით, იმით რაც უკრაინას ახლა სჭირდება”, – აღნიშნა კურტ ვოლკერმა

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა-“მაღაროელი”
მთავარი

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...

დაწვრილებითDetails

“Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა. კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს....

დაწვრილებითDetails

რიგ მიმართულებებზე მგზავრობა გაძვირდა – ნახეთ, რამდენით გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას
მთავარი

ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება. დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის...

დაწვრილებითDetails

ამინდი გაუარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

ამინდი მკვეთრად იცვლება - ზოგიერთ რაიონში წვიმს! დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმიანი და  გრილი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ღრუბლიანობა შენარჩუნდება, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დაწვრილებითDetails

სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი
მთავარი

თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი...

დაწვრილებითDetails

“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს
მთავარი

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ - იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"