თურქეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, დაეხმაროს აზოვსტალში მყოფ დაჭრილებსა და მოქალაქეებს, მეტად გააქტიურდეს და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლში ჩარჩენილებისთვის.
აქციის მონაწილეები დიპლომატიურ წარმომადგენლობას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვენ.










