“ბოდიშს გიხდით,მე თქვენი ავტომობილი მოვიპარე,რომ ოჯახი გადამერჩინა” – ერთი უკრაინელის საოცარი ისტორია.
“ბომბების თავშესაფრიდან გამოვედი თუ არა მარკეტთან გაჩერებული ავტომობილი დავინახე.გასაღები ჩამრთველში იყო.ალბათ ორი საათი ველოდი პატრონს და ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ავტომობილში მეუღლე და შვილები ჩავსვი და ვინიცაში გავემგზავრე ნათესავებთან.
გზად მიმავალმა ავტომობილის ყუთში პატრონის ტელეფონის ნომერი ვიპოვე და დაბინავების შემდეგ გადავურეკე:
– ბოდიშს გიხდით,მე თქვენი ავტომობილი მოვიპარე,რომ ოჯახი გადამერჩინა.
– დიდება უფალს,რომ გადარჩით, არ ინერვიულოთ, მე 4 ავტომობილი მყავს, ერთით ჩემი ოჯახი გავიყვანე სამშვიდობოს, დანარჩენი ავტომობილები საწვავით გავმართე და ქალაქის სხვადასხვა ადგილზე დავტოვე, ყუთში ჩემი ტელეფონის ნომერით.
ყველამ დამირეკა, თქვენ იყავით ბოლო.
მშვიდობა იქნება და – შევხვდებით.
მოუფრთხილდით თავს და საკუთარ ოჯახს,მათზე ძვირფასი ჩვენ არ გაგვაჩნია!”
რავი მეგობრებო, გამორიცხულია ამ ხალხის დამარცხება!
გამორიცხული! ??❤️”- წერენ სოციალურ ქსელში.