,,ძვირფასო უკრაინელებო!
დღეს საბოლოოდ მოვახერხეთ აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაცია. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მრავალი მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა შეხვედრების, მოწოდებების და წინადადებების შემდეგ.
არ ყოფილა დღე, რომ არ გვეცადა გამოსავლის პოვნა, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ხალხს.
დღეს, ომის ყველა დღეებში, პირველად დაიწყო მუშაობა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა. პირველად იყო ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა.
ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკვე ევაკუირებულია – ქალები და ბავშვები, რომლებიც იქ საომარ მოქმედებებს გაურბიან.
აზოვსტალში, პროცესის ყველა სირთულის გათვალისწინებით, პირველი ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ხვალ დილით ჩამოვლენ. ჩვენი გუნდი მათ იქ შეხვდება.
იმედი მაქვს, ხვალ ყველა აუცილებელი პირობა დაკმაყოფილდება, რათა გავაგრძელოთ ხალხის გამოყვანა მარიუპოლიდან. “-ვოლოდიმირ ზელენსკი.