მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ინფორმაციას Reuters გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის წარმომადგენლის სავიანო აბრეუს და მის ფოტოგრაფზე დაყრდნობით იტყობინება.
ისინი მარიუპოლის მახლობლად სოფელ ბეზიმენნოეში მუშაობენ. ინფორმაცია საერთაშორისო წითელმა ჯვარმაც დაადასტურა, წერს BBC ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ICRC ადასტურებს, რომ მიმდინარეობს უსაფრთხო გადასასვლელი ოპერაცია გაეროსა და კონფლიქტის მხარეებთან კოორდინაციით.
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის კოლონამ გაიარა დაახლოებით 230 კმ და მიაღწია მარიუპოლის ქარხანას შაბათს დილით ადგილობრივი დროით.
ICRC ამტკიცებს, რომ დეტალები არ შეიძლება გამოქვეყნდეს მანამ, სანამ სიტუაცია არ იძლევა ამის საშუალებას, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კოლონის უსაფრთხოებას.
შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლება პრაქტიკულ დეტალებზე ესაუბრება მშვიდობიან მოსახლეობას”, – ციტირებს BBC.