მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიძლება იყოს უკრაინასა და ევროპაში ძლიერი მშვიდობის პირობა – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალინა ბერბოკმა
”ჩვენ ვერასოდეს ვერ დავეყრდნობით მხოლოდ პუტინის დაპირებებს”, – დასძინა ბერბოკმა და თქვა, რომ ახლა აუცილებელია უკრაინას დავეხმაროთ რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში და მომავალი აგრესიებისგან თავის დაცვაში.