LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
30 აპრილის შეჯამება უკრაინაში-გიორგი კობერიძე

30 აპრილის შეჯამება უკრაინაში-გიორგი კობერიძე

დაპოსტა 2022/05/01-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

30 აპრილის შეჯამება უკრაინაში:

– რუსებმა ოდესა დაბომბეს. სარაკეტო იერიში აეროპორტის მიმართულებით მიიტანეს. ასაფრენი ბილიკი დაზიანებულია, მაგრამ როგორც იტყობინებიან უკრაინული ავიაცია გადარჩა.

– ოდესაში კომენდანტის საათი იწყება. როგორც ირკვევა ამ ქალაქ ციხე-სიმაგრეში, რომლის გარედან აღების შანსი თითქმის არ არსებობს, რუსები ქმნიდნენ ორგანიზებულ ქსელს, რომელთაც ქალაქის შიგნით არეულობა უნდა დაეწყოთ, რასაც შეიარაღებული შეტაკებებიც კი შეიძლება მოჰყოლოდა.

ეს კი ქალაქის დაცვას გარე მტრისაგან ბევრად დაასუსტებდა. თუმცა უკრაინელებმა ქსელი გაშიფრეს და დივერსანტები დააკავეს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობა კომენდანტის საათის გარდაუვალობაზე მიუთითებს.

– რუსებს იმდენად ეშინიათ პარტიზანული მოძრაობის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონში, რომ პრაქტიკულად სრულად ცდილობენ ინტერნეტის ჩახშობას და კომუნიკაციების განადგურებას.

უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ილონ მასკის მიერ მიწოდებული თანამგზავრული “სტარლინკის” ინტერნეტი ეფექტურად ფარავს (განსაკუთრებით სამხედრო კომუნიკაციებს), მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქსელური ინტერნეტის მიზანმიმართული განადგურება ხდება.

მიუხედავად ამისა, პარტიზანული მოძრაობის გაშლას ამ მეთოდებით რთულად შეეშლება ხელი – რადგან რუსები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სრულიად დემორალიზებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომლებიც იმდენად ჩარჩენილები არიან წინა საუკუნეში რომ ნაცვლად პოზიციების გაძლიერებისა ქალაქ ნოვა კახოვკაში ლენინის ძეგლს დგამენ.

– რუსები მარიუპოლის წინათ დასახლებულ ახლა კი ცარიელ საცხოვრებელ რაიონებს ანადგურებენ. ისინი ქალაქისაგან არსებობის კვალის წაშლას ცდილობენ. ამასთან, მარიუპოლში დატყვევებულ სამხედროებს მასობრივად ხვრეტენ რუსები და მოწინააღმდეგის ახალი ძალების განადგურებად ასაღებენ ამ ამბავს.

ტყვეების დახვრეტა კიდევ ერთი საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულია.

– ორი დღის წინ უკრაინელების მიერ რუსების სამეთაურო პუნქტის განადგურებას იზიუმთან რამდენიმე ათეული მაღალი რანგის ოფიცერი შეეწირა. დაუდასტურებელი ინფორმაციით მოკლულია ამ მიმართულების ხელმძღვანელი, გენერალი სიმონოვი.

თუკი აღნიშნული შეესაბამება სინამდვილეს პრაქტიკულად რუსების მიერ მომზადებული იზიუმი-დონეცკის შეტევის მიმართულების განვითარების შანსები აღარ არსებობს.

ახლა კი ოფიცერთა ნაწილების განადგურება რუსებს დიდ პრობლემებს შეუქმნის – სულ რომ გენერალი ცოცხალი იყოს, რუსებმა იციან რომ მათ სამეთაურო პუნქტზე შეტევა ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება.

– გრძელდება უკრაინელთა ორგანიზებული შეტევა ხარკივის შემოგარენში. მათ შეძლეს და გაათავისუფლეს კიდევ ერთი დასახლება – ვერხნია როჰანკა.

ამჯერად შეტევა არა ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არამედ აღმოსაველთით და სამხრეთ აღმოსავლეთითაც გრძელდება.

იზიუმის რუსული მომარაგება ამ მიმართულებაზეა დამოკიდებული და თუკი უკრაინელებმა ეფექტურად შეძლეს ღრმად წინსვლა (განსაკუთრებით კი ქალაქი ჩუჰუივიდან), რუსული ისედაც გასაჭირში მყოფი ლოჯისტიკა მთლიანად მოირღვევა.

სხვა თუ არაფერი, უკრაინელების მიერ ხარკივის შემოგარენის გათავისუფლების შემთხვევაში (სულ რომ ამ ეტაპზე უფრო სამხრეთით შეტევა არ განვითარდეს) გამოთავისუფლებულ ძალებს შეეძლებათ ქალაქის სამხრეთით ინტენსიური საბრძოლო ოპერაციების წამოწყება, ხოლო უკრაინული არტილერია უფრო ადვილად შეძლებს მოქმედებას იზიუმის მიმართულებით.

ამ ეტაპზე ხარკივის შემოგარენში უკრაინელები რუსეთის საზღვართან ზოგიერთი მიმართულებით 11 კილომეტრშიც კი არიან მიახლოებული.

– უკრაინულმა არტილერიამ შეძლო და ოკუპირებულ სამხრეთში რამდენიმე ადგილას გაანადგურა ს-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.

შესაძლებელია ზოგიერთი მათგანის განეიტრალება მომხდარიყო თვითმკვლელი დრონების მეშვეობითაც კი. ზოგადად კი რუსების საჰაერო უსაფრთხოება დასუსტებულია.

– დონეცკის რაიონში უკრაინელებმა რუსების ოცეული ჩაიგდეს ტყვედ. მათი მონაყოლიდან ირკვევა რომ რუსულ სამხედრო ნაწილებში სრული ქაოსია. ოფიცრები გაურკვეველ დავალებებს იძლევიან, უმეტეს შემთხვევაში კი უეჭველ თვითმკვლელობაზე უშვებენ რიგითებს.

გავრცელებულია სმა, ქურდობა და ერთმანეთში შუღლიც კი. დემორალიზება იმდენად შესამჩნევია, რომ უკრაინელთა მხარეს ტყვედ ჩავარდნა ხშირად შვებას უდრის ხოლმე.

– რუსეთში ძალიან იმატა ხანძრებმა. განსაკუთრებით კი სტრატეგიულ ობიექტებზე. ერთ-ერთი ელექტროსადგურის განადგურებამ რუსეთს 500 მილიონი ამერიკული დოლარის ზარალი მოუტანა. უცნობია ვინ ან რა დგას ამ ხანძრების უკან, მაგრამ რუსეთი რომ ყოველდღიურად სუსტდება ეს კი შესამჩნევ ტენდენციად იქცა.- წერს გიორგი კობერიძე.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა-“მაღაროელი”
მთავარი

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...

დაწვრილებითDetails

“Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა. კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს....

დაწვრილებითDetails

რიგ მიმართულებებზე მგზავრობა გაძვირდა – ნახეთ, რამდენით გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას
მთავარი

ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება. დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის...

დაწვრილებითDetails

ამინდი გაუარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

ამინდი მკვეთრად იცვლება - ზოგიერთ რაიონში წვიმს! დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმიანი და  გრილი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ღრუბლიანობა შენარჩუნდება, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დაწვრილებითDetails

სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი
მთავარი

თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი...

დაწვრილებითDetails

“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს
მთავარი

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ - იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"