LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ზაპოროჟიე ახალი ბუჩა ხდება”_არესტოვიჩი

ყველა კოლაბორაციონისტისათვის მაგალითი იქნება ეს ამბავი-გიორგი კობერიძე- 29 აპრილის შეჯამება უკრაინაში

დაპოსტა 2022/04/30-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება

29 აპრილის შეჯემება უკრაინაში:

– ბოლო 24 საათია ძალიან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხარკივის რაიონის სამხრეთით, იზუმი-ბარვინკოვოს გზაზე, სოფელ რიდნესთან. რუსულმა სატანკო ნაწილებმა გარკვეულწილად გაშლა მოახერხა, თუმცა ისე მიიწევდნენ წინ, რომ გზას დიდად არ დაშორებიან.

უკრაინულმა არტილერიამ ბოლო დღეების ყველაზე ინტენსიური იერიში მიიტანა რუსულ სატანკო ნაწილებზე და მათი უმრავლესობა სრულად გაანადგურა. შედეგად, რუსული შეტევა შეჩერებული, იერიში კი მოგერიებული.

ამასთან, რელიეფი სავსეა საარტილერიო ჭურვებისაგან წარმოშობილი კრატერებით, რაც მექანიზებულ ნაწილებს საველე გადაადგილებას კიდევ უფრო ურთულებს – გზაზე დაბრუნება კი უეჭველი სრული განადგურების ტოლფასი იქნება. ამის ფონზე აშკარაა, რომ იზიუმისაკენ სიტუაცია დასტაბილურდა და მალე კონტრშეტევის შანსიც შეიძლება გაჩნდეს.

– საარტილერიო ცეცხლმა გაანადგურა რუსების დროებითი სამხედრო შტაბი იზიუმთან ახლოს. იქვე რუსების კიდევ ერთი გამანადგურებელი Su-34 ჩამოაგდეს.

– საბრძოლო ოპერაცია გრძელდება ქალაქი ხარკივის შემოგარენშიც. უკრაინელებმა კიდევ უფრო ღრმად შეიწიეს რუსეთის საზღვრისაკენ და მოწინააღმდეგის საარტილერიო პოზიციები გაანეიტრალეს.

ეს ის პოზიციებია, რომლიდანაც ხარკივს ბომბავდნენ (სამწუხაროდ, ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზეა და იქიდან ესვრიან ქალაქს). ბოლო სამი დღეა უკრაინელები ინტენსიურად მიიწევენ რუსეთის საზღვრისაკენ.

– დღეს დილით რუსებმა მარიუპოლში “აზოვსტალზე” იერიში სცადეს. ქარხანასთან მიახლოებისას უკრაინელებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. იმდენად ქაოსურია რუსულ ნაწილებში სიტუაცია, რომ უკან დახევისას რუსებმა თავის სამხედროებს ესროლეს.

ამასთან, როგორც ჩანს “აზოვსტალში” ანტისატანკო იარაღიცაა, რაც რუსული ჯავშანტექნიკის მიახლოებას კიდევ უფრო ართულებს. მარიუპოლში მსხვერპლი რუსულ რიგებში კვლავ მზარდია.

დღეს მარიუპოლის უკრაინელი მცველები ჩაერთნენ CNN-ს და განაცხადეს, რომ “აზოვსტალში” 60 ბავშვი, მათ შორის ერთი 4 თვის ჩვილია. არიან ექიმები, ოჯახის წევრები, მეომრები და ყველა, ვინც რუსებთან ჩაბარება არ ინება.

თუმცა მათივე განცხადებით იმედი კვლავ არავის გადაუწურავს და არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინელები დაიწყებენ კონტრიერიშს და მარიუპოლის დარჩენილი ნაწილის ალყას გაარღვევენ.

– საოცრად კარგად მუშაობენ უკრაინული დრონები. საუბარი არ მაქვს მხოლოდ “ბაირაქტერებზე”, არამედ ჩვეულებრივ დრონებზე, რომლებიც ერთის მხრივ აზუსტებენ რუსების პოზიციების კოორდინატებს (რომელთაც მოგვიანებით არტილერია ანადგურებს), ხოლო მეორეს მხრივ მათზე დამაგრებული ანტისატანკო RKG-3 ყუმბარებით ზემოდან ხვრეტენ რუსულ ჯავშანს.

პრაქტიკულად რამდენიმე ათეული დოლარის შეიარაღებით ანადგურებენ რამდენიმე მილიონიან ტექნიკას. გარდა ყველაფრისა, ეს ფსიქოლოგიური შოკის ეფექტადაც მუშაობს. საბრძოლო დრონის პოვნა და განადგურება შეიძლება უფრო ადვილი იყოს რუსებისათვის, ვიდრე მცირე დრონის.

– სიტუაცია კვლავ მძიმეა ლუგანსკის რაიონში. თუმცა უკრაინული საარტილერიო ცეცხლის ფონზე (წინა პოსტში ვიდეო დევს) რუსების სამხედრო მხარდაჭერამ და მომარაგებამ იკლო, რის შედეგადაც სიტუაცია თანდათან სტაბილურდება ამ მიმართულებითაც.

– ლუგანსკის რაიონში ზოგიერთმა ადგილობრივმა მთავრობის წარმომადგენელმა ქალაქების დაკავების შემდეგ რუსებთან თანამშრომლობა დაიწყო. თუმცა ერთ-ერთი მათგანი 25 აპრილს ნოვოაიდარიდან რუსებთან შეხვედრიდან გამოსული გაუჩინარდა დღეს კი მოკლული იპოვეს.

ყველა კოლაბორაციონისტისათვის მაგალითი იქნება ეს ამბავი. უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობა თანდათან კიდევ უფრო გაიშლება.

– დღეს უკრაინაში დიდი რაოდენობით პოლონური იარაღი და საბრძოლო ტექნიკა ჩავიდა. მათ შორის 230 ტანკი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასაწყისია.

– ბრიტანელები სიტუაციის შეფასებისას ამბობენ, რომ რუსების სამხედრო ნაწილები ძალიან ცუდად არიან გაწვრთნილები. ისინი დაკავებულ ტერიტორიაზე მარადიორობენ, სვამენ და აუპატიურებენ, ხოლო საბრძოლო ოპერაციებისას უკან დეზორგანიზებულები არიან და ქაოსურად იხევენ უკან.

ოფიცრების უმეტესობა ამაზე უარეს მაგალითს იძლევა. საბოლოოდ კი დემორალიზება ანგრევს რუსულ პოზიციებს. მეტიც, ბრიტანელი ანალიტიკოსები ომის ბოლო ფაზად ყირიმის გათავისუფლებას ასახელებენ.- გიორგი კობერიძე.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა-“მაღაროელი”
მთავარი

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...

დაწვრილებითDetails

“Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა. კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს....

დაწვრილებითDetails

რიგ მიმართულებებზე მგზავრობა გაძვირდა – ნახეთ, რამდენით გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას
მთავარი

ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება. დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის...

დაწვრილებითDetails

ამინდი გაუარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

ამინდი მკვეთრად იცვლება - ზოგიერთ რაიონში წვიმს! დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმიანი და  გრილი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ღრუბლიანობა შენარჩუნდება, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დაწვრილებითDetails

სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი
მთავარი

თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი...

დაწვრილებითDetails

“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს
მთავარი

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ - იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"