უკრაინული MiG-29-ის პილოტი, მეტსახელად “კიევის აჩრდილი” გასულ თვეში საჰაერო ბრძოლაში, მას შემდეგ დაიღუპა რაც 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას ტაიმსი ავრცელებს.
მფრინავის დაღუპვის შესახებ უკრაინული მხარე აქამდე ინფორმაციას არ ავრცელებდა.
გამოცემის თანახმად, დღეს პირველად ცნობილი გახდა იმ პილოტის ვინაობაც, ვინც “კიევის აჩრდილის” მეტსახელის უკან იდგა. საუბარია 29 წლის მაიორ სტეფან ტარაბალკაზე, რომელიც ერთი შვილის მამაა.
ტაიმსის ცნობით, მისი MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მანამდე უკრაინული მხარის თანახმად, მან ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, აქედან ექვსის – ომის პირველ დღეს.