უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაზე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უნდა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის დოკუმენტირება.
“უკრაინა მზადაა დაუყონებლივ მოლაპარაკებებისთვის, რათა აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებით და მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებელი განხორციელება შევძლოთ.
ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთის ფედერაციისგანაც ველოდებით.
ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ ამაში ყველანაირი წვლილი შევიტანოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ მარიუპოლი არის კრიზისი კრიზისის ფარგლებში.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხი გამოვიყვანოთ მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან“, – ამბობს ის.
ცნობისთვის, დღეს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, “წარმატებული შედეგის” და იმის, რომ შესაძლებელია “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის დებლოკირება მოქალაქეების გამოსაყვანად.










