LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არის რიგი აკრძალვები, რომლებიც არ მიმაჩნია გამართლებულად – როგორია ამერიკიდან დანახული საქართველო

დიდ ომში იმარჯვებს აშშ-ს Lend-Lease და არა რუსული ჩექმა-ზვიად ხუჯაძე

დაპოსტა 2022/04/27-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

ამერიკელი პოლიტიკოსები ყოველთვის საკუთარი ხალხის ნებას გამოხატავენ. როცა ასე არ იქცევიან ამომრჩეველი მათ აღარ აძლევს სამოქმედო ბერკეტს.

წელს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. ამერიკელი ხალხი ერთხმად უჭერს მხარსუკრაინას.

მგონი მხოლოდ ამაში თანხმდება დემოკრატების და რესპუბლიკელების ამომრჩეველი. დემოკრატების უპრეცედენტო დახმარებას ვხედავთ.

რესპუბლიკელები კიდევ უფრო მეტს ითხოვენ და ბაიდენს ტემპებს უწუნებენ – too little, too late. მე 2008 წ. მაკეინის წინასაარჩევნო სლოგანი მახსენდება – Today we are all Georgians.

სამწუხაროდ, მაშინ ძალიან უმნიშვნელო წერტილად ჩაგვთვალეს, რაზეცყველა ქართველს და ბევრ უკრაინელს გული გვწყდება, მაგრამ დღეს რეალურად ხედავენ საფრთხეს.

რუსებს უყვართ ისტორიის გაყალბება და ფაშიზმზე გამარჯვება მხოლოდ თვითონ მიისაკუთრეს, თავის კოლტსაც დააჯერეს და თვითონაც დაიჯერეს. Ისე დაიჯერეს რომ მაშინდელ მთავარ მოთამაშეებს და მოკავშირეებსაც უკვე ბირთვის კვრასავით შეჰბედეს ბირთვული იარაღის მუქარა.

არადა, დიდ ომში იმარჯვებს აშშ-ს Lend-Lease და არა რუსული ჩექმა.

ბლინკენი და ოსტინი ხელცარიელი არ ჩამოსულან. Შეტევით იარაღს ისევ ითხოვს ზელენსკი, მაგრამ ყველაფერს არ გვეტყვიან ბუნებრივია.

ლავროვის ძალიან ცინიკურ განცხადებას რომ “Настал момент истины და მსოფლიო ვიღაცის ჭკუაზე კიარა გაეროს კონვენციებზე უნდა ცხოვრობდეს” მალევე უპასუხეს რამშტაინის ბაზიდან, სადაც მსოფლიო თავდაცვის მინისტრები იყვნენ 40 ქვეყნიდან, “ჩვენ ვმუშაობთ რათა რუსეთმა განიცადოს სტრატეგიული მარცხი”.

გახსოვთ ამერიკელები ამბობდნენ რომ თქვენ გჭირდებათ იარაღის გამოყენების სწავლა, რამზეც უკრაინელებმა უბრალოდ სტატისტიკა დაუდეს: ჯაველინების ზუსტი სროლა უკრაინა 95%, აშშ 80%. Ამით ყველაფერი ნათქვამია და შეიარაღების დიდი ნაწილიც (წა)მოსულია.

დღეს უკვე აშშ გახარჯული აქვს $14 მლრდ. უკრაინისთვის. რუსეთში მომხდარ აფეთქებებსა და ხანძრებზე დასავლელი ლიდერები პასუხობენ – რატომაც არა, უკრაინას აქვს უფლება გადაიტანოს ფრონტი რუსეთის ტერიტორიაზე.

ეს კი ვერ მოხერხდება შეტევითი იარაღის გარეშე. იარაღის გარდაუკრაინას ეძლევა ფული და ჰუმანიტარული დახმარება. ბრიტანეთმა მოხსნა საბაჟო გადასახადი უკრაინიდან იმპორტზე.

Lend-Lease პროგრამით WW2 დროს აშშ დახარჯა დღევანდელი კურსით $700 მილიარდი. რუსეთის შემდეგ დახმარების ყველაზე დიდი წილი მიეცა დიდ ბრიტანეთს. ამის შემდეგ აშშს გადაეცა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდზე, ბერმუდის კუნძულებზე და კარიბის ზღვაში.

უკრაინა ომის შემდგომ დაუთმობს სევასტოპოლს. სევასტოპოლის პორტის გამო იბრძვის  რუსეთი ყირიმში 3 საუკუნე და პუტინის სიშხუილობის გამო,კარგავს დღეს.

ამას უნდა მივუერთდეთ ჩვენც. საქართველომ უნდა შესთავაზოს და 100 წლით სარგებლობაში გადავცეთ რომელიმე პორტი (ვთქვათ სოხუმის) – საქართველოს გაერთიანების და სუვერენიტეტის დაცვის სანაცვლოდ. Lend-Lease აუცილებლად მარშალის გეგმა მოჰყვებადა იქაც უნდა ვიყოთ უკრაინასთან ერთად.

ასეთ დროს გვჭირდება ეფექტური და არა კოლაბორაციონისტური მთავრობა.

მსოფლიო ლიდერები კიევში ჩამოდიან მოსკოვში კი მხოლოდ ბჟანია და ბიბილოვი ჩადიან.

საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს ისინი დამნაშავეებად სახელმწიფო ღალატში, სეპარატიზმშიდა ქართველთა გენოციდში 1991 წლიდან. და გადასცეს ინტერპოლს მათი დაპატიმრების მოთხოვნა.

ახლა ხელისუფლების მხრიდან მოქმედების დროა. თუ არ მოქმედებს ხელისუფლება და ოპოზიცია ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს ხალხმა.

Lend-Lease  ვალის აღებაა, lend – გასესხება, lease – იჯარით გაცემა. შენ თუ არ დახარჯე, ან არ ივალე ისე არავინ გააკეთებს შენ საქმეს. და კიდევ. უკრაინას რომ არ ებრძოლა ახლა ზელენსკი ლევილივით სოფელში იცხოვრებდა პარიზთან ახლოს, უკრაინას კი ხელახალი ჰოლოდომორი და რეპრესიები ექნებოდა გასავლელი.

ამიტომ გვჭირდება ძლიერი არმია და მკვეთრად გამოხატული საგარეო პოლიტიკა.

27.04.2022

ზვიად ბაღდავაძე

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა-“მაღაროელი”
მთავარი

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...

დაწვრილებითDetails

“Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა. კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს....

დაწვრილებითDetails

რიგ მიმართულებებზე მგზავრობა გაძვირდა – ნახეთ, რამდენით გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ გაიზარდოს “- გიორგი კაკაურიძე ირაკლი ზარქუას
მთავარი

ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობაში ფიზიკური პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის, ასევე შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აისახება. დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის...

დაწვრილებითDetails

ამინდი გაუარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

ამინდი მკვეთრად იცვლება - ზოგიერთ რაიონში წვიმს! დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმიანი და  გრილი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ღრუბლიანობა შენარჩუნდება, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დაწვრილებითDetails

სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი
მთავარი

თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი...

დაწვრილებითDetails

“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
“პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე”- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს
მთავარი

პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე - მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ - იყავი ხელისუფლებაში და რა, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?! ამხელა კაცი ხარ და რა დონეზე დაეშვი! -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"