უკრაინაში ომის მესამე თვე დაიწყო – დილიდან, თითქმის ყველა რეგიონში განგაშის სიგნალის ხმა ისმის.
რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. შენობიდან ჩამოხსნილია უკრაინის სახელმწიფო დროშა. ინფორმაციას თავად ხერსონის მერი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქი ხერსონი მარტის დასაწყისში დაიკავეს, საქალაქო საბჭო უკრაინის კონტროლის ქვეშ განაგრძობდა ფუნქციონირებას. ახლა კი შენობაში რუსი სამხედროები არიან