უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ანდრეი სიბიჰამ დაადასტურა, რომ საფრანგეთი, გერმანია და ისრაელი აქტიურ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ რუსეთს სანქციების გვერდის ავლით 2014 წლიდან 2022 წლამდე.
„უკრაინელი სამხედროების მიერ ბრძოლის ველზე დატყვევებულ რუსულ აღჭურვილობაში ვხედავთ ნაწილებს, რომლებსაც რუსეთს აწვდიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი, ამავდროულად, გერმანია და საფრანგეთი ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ სანქციების რეჟიმი 2014 წლიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოხდა ეს პრაქტიკაში“, – განაცხადა სიბიგამ.
სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამ ისტორიის ყველა დეტალი გახდება ცნობილი და დასძინა, რომ უკრაინამ იცის და აქვს ყველა მტკიცებულება, თუ როგორ მოხდა სანქციების „გვერდის ავლა“.










