,,ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფერს-ოკუპანტების განდევნას მთელი ჩვენი ხალხისათვის მშვიდობის დასაბრუნებლად.
ამ პროცესის მთავარი ელემენტია უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, იარაღის საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის ხელმისაწვდომობა, საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობა და ხარისხი.
უკრაინის დახმარება იყო ნომერ პირველი საკითხი შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ კიევში, სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკებებში. ჩვენ ვიზიარებთ იგივე გაგებას შეერთებულ შტატებთან: როდესაც დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს მთელ მსოფლიოში. როცა თავისუფლებას იცავენ ერთ ქვეყანაში, მას იცავენ მთელ მსოფლიოში."-ვოლოდიმირ ზელენსკი.ქუთაისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე...










