ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელმა მარი დევიძემ გამოაქვეყნა ღონისძიებების კალენდარი, რომლებიც იმერეთის მუნიციპალიტეტებში წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
“მეგა ტვ” გთავაზობთ ამ ღონისძიებების ჩამონათვალს.
25 ოქტომბერ ხონში, კულტურის ცენტრში ლატვიის ქალაქ ტუკუმსისა და ადგილობრივ ბავშვთა
შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი გაიმართება.
26 ოქტომბერს საჩხერეში სახალხო დღესასწაული „სავანლობა“ აღინიშნება. სოფელი სავანეში, აკაკის ძიძისეული კარმიდამოში წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული კუთხეები, მეღვინეები, საკონცერტო ნომრები, ჭიდაობა, რეწვის ოსტატები და სხვა.
26 ოქტომბერს ტყიბულში სახალხო დღესასწაული “ტყიბულქალაქობა 2019” აღინიშნება. წელს აღნიშნული დღესასწაული ეძღვნება ქალაქის დაარსების 80 წლის იუბილეს.
26-27 ოქტომბერს ზესტაფონში “სოლიკო 2019” და “ზესტაფონობა” აღინიშნება.
2 ნოემბერს საჩხერეში “საჩხერლობა” აღინიშნება.
9 ნოემბერში ჭიაღურაში სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა” აღინიშნება.
17 ნოემბერს ვანი “გალაკტიონობას” აღნიშნავს.
20 ნოემბერს ზესტაფონში ქორეოგრაფიული კონცერტი გაიმართება.
22 ნოემბერს ჭიათურაში საქველმოქმედო ღონისძიება-კონცერტი გაიმართება.
23 ნოემბერს თერჯოლასა და სამტრედიაში რელიგიურ დღესასწაულს, გიორგობას ტრადიციულად აღნიშნავენ.
30 ნოემბერს ჭიათურაში მანგანუმის აღმოჩენიდან 140 წლისთავის აღსანიშნად საზეიმო კონცერტი გაიმართება.
23-31 დეკემბერს ჭიათურაში “საახალწლო ზღაპრისა” და წინასაახალწლო კვირეული გაიმართება.