40 დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხეში პატიმარი, 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურიც ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმარი მედიკამენტების მიღებაზე და გამოკვლევების ჩატარებაზე უარს აცხადებდა.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფასიეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.
1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1 აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. გიორგი ფასიეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა გამოაცხადა, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა,” – აღნიშნულია განცხადებაში.