LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები დაკმაყოფილებულია

„იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები დაკმაყოფილებულია

დაპოსტა 2021/09/17-ში
A A
195
ნახვა
გაზიარება

კომუნიკაციებისკომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების „ევროპულისაქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრებიდააკმაყოფილა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის მაუწყებელს ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

„ევროპულისაქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ.

კომუნიკაციებისკომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტისგანჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკურირეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულიაშესაბამის კანონმდებლობაში. სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამა ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, პორნოგრაფიას, უხამსობას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს.

კომუნიკაციებისკომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესისასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნოკოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრებიდა მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5000 ლარით დააჯარიმა.

გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი...

დაწვრილებითDetails

4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
მთავარი

,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან  ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს  მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მედიცინა

ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ. როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში 65 წლის სამტრედიელი ემიგრანტი, იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
რა ღირს სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში?
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. კერძოდ, მშობლები განცხადებაში საუბრობენ პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“ და აღნიშნავენ, რომ ის მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა, დისკრიმინაცია და...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელმა თორნიკე ბექაურმა თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟიურის რჩეული გახდა. ხოლო საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა. Fibonacci...

დაწვრილებითDetails

თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სსიპ-ქალაქ თბილისის 85-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის გიორგი შავშიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"