აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიოლოგიის დეპარტამენტის ღვაწლმოსილი თანამშრომლის, ციცო მსხვილიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ციცო ექვსი ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს და თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით არაერთი თაობის აღზრდაში შეიტანა წვლილი. მცენარეთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების უბადლო მცოდნემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის ჰერბარიუმის დაცვასა და მისი სახეობრივი შემადგენლობის გამდიდრებაში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.










