სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ტენდეციები გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა 2021 წლის პირველ 3 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორმა 6.8% შეადგინა. ანუ გამოდის, რომ ქვეყნის შიგნით წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები საშუალოდ 6.8%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მარტში დეფლატორი 7.1%-ზე იყო.
ასევე სავარაუდოა, რომ თუ წელს მთავრობის მხრიდან კომუნალურებისა და ფქვილის სუბსიდია არ მოხდება, მაშინ ქვეყნის შიგნით წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაცილებით მაღალი ტემპებით გაიზრდებოდა, ვიდრეს ეს 6.8%-ია.