LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას, და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება” – გია ყანჩელის შემოქმედებითი გზა, რომელიც 84 წლის ასაკში დასრულდა

“სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას, და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება” – გია ყანჩელის შემოქმედებითი გზა, რომელიც 84 წლის ასაკში დასრულდა

დაპოსტა 2019/10/02-ში
A A
233
ნახვა
გაზიარება

“იმდენად მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის პირველი გეოლოგიური მარშრუტი, რომ ამის მერე ჩამოვწერე სპეციალობები, რომლებიც არ მოითხოვენ სიარულს და ერთ-ერთი სპეციალობა გახლდათ მუსიკოსობა. სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემგან კარგი გეოლოგი ვერ გამოვიდოდა.” – განაცხადა ლეგენდარულმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა 2015 წელს “მეგა ტვ”-თან ინტერვიუს დროს.

უდიდესი ქართველი კომპოზიტორი  საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ის ბოლო თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

60 კინოფილმისა და ბევრად მეტი თავისუფალი სპექტაკლის კომპოზიტორი, გია ყანჩელი, რომლის შემოქმედებაც შედევრად იქცა მსოფლიო მუსიკის ავანგარდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.  ქართველი კომპოზიტორი თბილისში 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. 1959 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით დაამთავრა. დიპლომის აღებისთანავე სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

გია ყანჩელი ისეთი კინოფილმების მუსიკის ავტორია, როფორებიცაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა. კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“. მას არასდროს დაუწერია კანტატები სამშობლოზე და ორატორიები პარტიაზე.  კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელომ“ მოუტანა.

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია, მათ შორის – “საბჭოთა ოსკარად” წოდებული პრიზის “ნიკას” მფლობელი. 1987 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირმა ის საუკეთესო კომპოზიტორად დაასახელა. კომპოზიტორს მინიჭებული აქვს “საქართველოს სახალხო არტისტის” წოდება, ფლობს შოთა რუსთაველის პრემიას, ღირსების ორდენსა და ვოლფის პრემიას ხელოვნებაში.

საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გია ყანჩელი ბერლინში გაემგზავრა, 1991 წლიდან კომპოზიტორი გერმანიაში ცხოვრობდა. 1995 წლიდან  ის ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვროდა, სადაც  ფლანდრიის საფემო ფილარმონიულმა ორკესტრმა დირიჟორად მიიწვია. მიუხედავად ამისა მას საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან კავშირი არ გაუწყვეტია.

კომპოზიტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა რომ მთელი მისი ცხოვრება ყოველდღიურ შრომაში გაატარა: „ეს შრომა იწყებოდა დღისით და გვიან ღამე მთავრდებოდა. თუ წამოიდგენთ, რომ ეს ხდებოდა ყოველდღე ალბათ მიხვდებით, ეს როგორი მძიმეა და გარდა ამისა, სულ ვცდილობდი ჩემს მუსიკაში ჩამედო ის, რაც დაკავშირებულია სილამაზესთან და სიმშვიდესთან.“ – ამბობდა კომპოზიტორი.

„კარგად მესმის, რომ ხელოვნება სამყაროს უკეთესობისაკენ ვერ შეცვლის, ამიტომ ვცდილობ, უმეცრებას არა აზვირთებული მდინარე დავუპირსპირო, არამედ „დუმილი“, რომელიც ვიზუალურად უძრავი წყლის ზედაპირს ჰგავს.“ – ასე აღწრდა თავის შემოქმედებას კომპოზიტორი გია ყანჩელი.

2015 წელს ქუთაისში გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

გია ყანჩელი სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა

თეგები: გია ყანჩელიგია ყანჩელი გარდაიცვალაუდიდესი კომპოზიტორი
გაზიარება146

დაკავშირებული -პოსტები

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის

by მეგა TV
იანვარი 21, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
კულტურა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 22 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6950, ევრო – 3.1550, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6135 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ტყიბულის სოფელს ცუცხვათში 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2025
0
ტყიბულის სოფელს ცუცხვათში 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს
კულტურა

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი ნიკოლოზ წიქარიძე უნიკალური აღმოჩენის შეახებ გვიყვება, რომელიც ტყიბულის პატარა სოფელს – ცუცხვათს უკავშირდება. ახლახან, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ამ ადგილას, ნეანდერტალელის 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინა....

დაწვრილებითDetails

ჰაინერ მიულერის “ფილოკტეტე” ქუთაისში, თეატრ “ლიანდაგში“

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2025
0
ჰაინერ მიულერის “ფილოკტეტე” ქუთაისში, თეატრ “ლიანდაგში“
კულტურა

7, 8 და 9 ნოემბერს, 20:00 საათზე ქუთაისში, ახალი სახელოვნებო სივრცე, თეატრი „ლიანდაგი“ პირველ პრემიერას უმასპინძლებს. „ბერსერკები: ფილოკტეტე“ 80-90-იანი წლების გერმანიის და ზოგადად, ევროპის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე...

დაწვრილებითDetails

“ანსამბლი ჰერიო” 15 წლისაა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2025
0
“ანსამბლი ჰერიო” 15 წლისაა
კულტურა

29 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის "ანსამბლი ჰერიოს" სოლო კონცერტი. ანსამბლმა სცენაზე მოღვაწეობის 15 წლის იუბილე განახლებული რეპერტუარით, კამერული ორკესტრისა და ინსტრუმენტული...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 25, 2025
0
ქუთაისში 27 სექტემბერს  საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფეტივალს გაიხსნება
კულტურა

წარმოგიდგენთ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამას! შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჩვენებები ტარდება კინო საქართველოში. დასწრება სრულიად თავისუფალია. 27 სექტემბერი - 2 ოქტომბერი, ქუთაისში შევხვდებით! პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://kisff.ge/wp-content/uploads/2025/09/Program-2025.pdf

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 23, 2025
0
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
კულტურა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ანსამბლ „ჰერიოს“ რიგით მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის 15-წლიან შემოქმედებით გზას აჯამებს. საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 27 სექტემბერს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფეტივალს გაიხსნება

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 16, 2025
0
ქუთაისში 27 სექტემბერს  საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფეტივალს გაიხსნება
კულტურა

ქუთაისში 27 სექტემბერს  საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფეტივალს გაიხსნება. ფესტივალი 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კინოჩვენებები კინოთეატრ საქართველოში გაიმართება.  მსურველთავის ჩვენებებზე დასწრება სრულიად უფასოა. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას...

დაწვრილებითDetails

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს გაიმართება
კულტურა

ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე ტაძრიდან გამოასვენებენ. ინფორმაციისთვის, ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში...

დაწვრილებითDetails

გარ­და­იც­ვა­ლა დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია

by მეგა TV
აგვისტო 4, 2025
0
გარ­და­იც­ვა­ლა დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია
კულტურა

ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.   ინფორმაციისთვის, კინორეჟისორმა უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა...

დაწვრილებითDetails

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

by მეგა TV
აგვისტო 2, 2025
0
ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება
კულტურა

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება - ინფორმაციას კულტურის სამინისტრლ ავრცელებს. როგორც სამინისტროს გვერდზე ვკითზულობთ, რეაბილიტაცია 2025-2027 წლებს მოიცავს. ,,დაგეგმილია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"