LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას, და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება” – გია ყანჩელის შემოქმედებითი გზა, რომელიც 84 წლის ასაკში დასრულდა

“სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას, და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება” – გია ყანჩელის შემოქმედებითი გზა, რომელიც 84 წლის ასაკში დასრულდა

დაპოსტა 2019/10/02-ში
A A
234
ნახვა
გაზიარება

“იმდენად მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის პირველი გეოლოგიური მარშრუტი, რომ ამის მერე ჩამოვწერე სპეციალობები, რომლებიც არ მოითხოვენ სიარულს და ერთ-ერთი სპეციალობა გახლდათ მუსიკოსობა. სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემგან კარგი გეოლოგი ვერ გამოვიდოდა.” – განაცხადა ლეგენდარულმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა 2015 წელს “მეგა ტვ”-თან ინტერვიუს დროს.

უდიდესი ქართველი კომპოზიტორი  საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ის ბოლო თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

60 კინოფილმისა და ბევრად მეტი თავისუფალი სპექტაკლის კომპოზიტორი, გია ყანჩელი, რომლის შემოქმედებაც შედევრად იქცა მსოფლიო მუსიკის ავანგარდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.  ქართველი კომპოზიტორი თბილისში 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. 1959 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით დაამთავრა. დიპლომის აღებისთანავე სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

გია ყანჩელი ისეთი კინოფილმების მუსიკის ავტორია, როფორებიცაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა. კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“. მას არასდროს დაუწერია კანტატები სამშობლოზე და ორატორიები პარტიაზე.  კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელომ“ მოუტანა.

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია, მათ შორის – “საბჭოთა ოსკარად” წოდებული პრიზის “ნიკას” მფლობელი. 1987 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირმა ის საუკეთესო კომპოზიტორად დაასახელა. კომპოზიტორს მინიჭებული აქვს “საქართველოს სახალხო არტისტის” წოდება, ფლობს შოთა რუსთაველის პრემიას, ღირსების ორდენსა და ვოლფის პრემიას ხელოვნებაში.

საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გია ყანჩელი ბერლინში გაემგზავრა, 1991 წლიდან კომპოზიტორი გერმანიაში ცხოვრობდა. 1995 წლიდან  ის ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვროდა, სადაც  ფლანდრიის საფემო ფილარმონიულმა ორკესტრმა დირიჟორად მიიწვია. მიუხედავად ამისა მას საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან კავშირი არ გაუწყვეტია.

კომპოზიტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა რომ მთელი მისი ცხოვრება ყოველდღიურ შრომაში გაატარა: „ეს შრომა იწყებოდა დღისით და გვიან ღამე მთავრდებოდა. თუ წამოიდგენთ, რომ ეს ხდებოდა ყოველდღე ალბათ მიხვდებით, ეს როგორი მძიმეა და გარდა ამისა, სულ ვცდილობდი ჩემს მუსიკაში ჩამედო ის, რაც დაკავშირებულია სილამაზესთან და სიმშვიდესთან.“ – ამბობდა კომპოზიტორი.

„კარგად მესმის, რომ ხელოვნება სამყაროს უკეთესობისაკენ ვერ შეცვლის, ამიტომ ვცდილობ, უმეცრებას არა აზვირთებული მდინარე დავუპირსპირო, არამედ „დუმილი“, რომელიც ვიზუალურად უძრავი წყლის ზედაპირს ჰგავს.“ – ასე აღწრდა თავის შემოქმედებას კომპოზიტორი გია ყანჩელი.

2015 წელს ქუთაისში გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

გია ყანჩელი სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა

თეგები: გია ყანჩელიგია ყანჩელი გარდაიცვალაუდიდესი კომპოზიტორი
გაზიარება147

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კულტურა

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...

დაწვრილებითDetails

“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში
კულტურა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. "სამგვარი სიყვარული" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც...

დაწვრილებითDetails

მაესტრო გიორგი ლომთაძეს 23 ივლისს მესხიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მაესტრო გიორგი ლომთაძეს 23 ივლისს მესხიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ
კულტურა

"23 ივლისს ვემშვიდობებით Grande Maestro გიორგი ლომთაძეს ლ.მესხიშვილის დრამატული თეატრიდან 14:00-15:00" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ლომთაძის შვილი ლელა ლომთაძე. საქართველოს დამსახურებული არტისტი გიორგი, ჟორა ლომთაძე 88 წლის ასაკაში, გუშინ...

დაწვრილებითDetails

სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”
კულტურა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა . ბორჯომის კლასიკური მუსიკის XV საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”. მოსწავლეებმა სამი გრან-პრი, სამი პირველი პრემია, სამი მეორე პრემია და სამი...

დაწვრილებითDetails

,,თეატრალური იმერეთი 2026″-ის გამარჯვებულები ცნობილია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
,,თეატრალური იმერეთი 2026″-ის გამარჯვებულები ცნობილია
კულტურა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2026" დასრულდა. ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია 1. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ’’ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის თეატრი) 2. ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -,,უბედურება’’...

დაწვრილებითDetails

დღეს “თეატრალურ იმერეთზე” ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს "თეატრალურ იმერეთზე" ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან. ხარაგაული მაყურებელს სპექტაკლს "ძარცვა იტალიურად" უჩვენებს. რეჟისორი ირინე ჩხეიძე. სპექტაკლი ლადო მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 17:00 საათზე დაიწყება. რუმინეტის, ქალაქ ტარგო-ჟიუს თეატრი...

დაწვრილებითDetails

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026" იწყება. https://www.youtube.com/watch?v=9-nJAf1AK2M ფესტივალის განრიგი 

დაწვრილებითDetails

ცნობილია „თეატრალური იმერეთი“-ს განრიგი

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
კულტურა

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება  და მთელს რეგიონს მოიცავს. უკვე ცნობილია ფესტივალის განრიგი: 24 ივნისი 📍 ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება
კულტურა

ქუთაისელმა ანასტასია ამაღლობელმა თბილისში, რეგიონალურ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ამერიკაში, მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება. როგორც ცნობილია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მესამე კლასელმა ანასტასია ამაღლობელმა...

დაწვრილებითDetails

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის

by მეგა TV
იანვარი 21, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
კულტურა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 22 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6950, ევრო – 3.1550, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6135 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"