ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია.
თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა.
“სამგვარი სიყვარული” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც საინტერესო ინსცენირებით და იმპროვიზაციული ხედვითაა აგებული.
მეტაფორული სცენური რეალობა და XX საუკუნის 20-იანი წლების თეატრის რეტრო ესთეტიკის მოდელირება, სცენოგრაფია და თემის აქტუალობა თეატრის სიმბოლურ სიტყვას ქმნის.










