LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

დაპოსტა 2026/09/17-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება
ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება
ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026
საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო აქტივობებს მოიცავს. ქარავანსარაის პარტნიორი საქართველოში თბილისში მდებარე „თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ცენტრია“. ქარავან არტ ფორუმი (Caravan Art Forum) 2016 წელს ქუთაისში დაარსდა და 2022 წლიდან თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის სახით ფუნქციონირებს.
ქარავან არტ ფორუმს მხარს უჭერენ ქუთაისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო. ფორუმის ტრადიციული პარტნიორები არიან: MOMus-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თესალონიკში (საბერძნეთი), „Apollonia — ევროპული ხელოვნების პროგრამები“ სტრასბურგიდან (საფრანგეთი), ასევე სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო დაწესებულება და სპონსორი.
ქარავან არტ ფორუმი რეგულარულად წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოგრაფების, ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების პროექტებს. ყოველწლიურად ფორუმი ყურადღებას ამახვილებს როგორც თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ წარდგენაზე, ისე მის თეორიულ ასპექტებზე.
ქარავან არტ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში გამართული ღონისძიებები, მათ შორის: გამოფენები დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების ეროვნულ გალერეაში, ფოტოგამოფენა ბოტანიკურ ბაღში (ღია ცის ქვეშ), კონფერენცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე – სახელოვნებო ვორქშოფები, სემინარები და მასტერკლასები.
ქარავან არტ ფორუმის მთავარი კონცეფცია – „ურბანული ლანდშაფტები“ – მისი დაარსების დღიდან უცვლელია.
ქარავან არტ ფორუმი 2026 წლის სახელოვნებო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და კულტურულ თუ პროფესიულ შეხვედრას, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ვიზუალური ხელოვანები, ხელოვნებათმცოდნეები და კურატორები. მათ შორისაა: საფრანგეთი, იტალია, თურქეთი, უზბეკეთი და მასპინძელი ქვეყანა – საქართველო.
2026 წლის ქარავან არტ ფორუმის პროგრამა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ იქნება ფოკუსირებული, როგორიც ვენეციის 61 საერთაშორისო ბიენალეა.
2026 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც ქართული პავილიონის კურატორებად ვენეციის 61 ბიენალეზე ქარავან არტ პროგრამის კურატორული ტანდემია (ნინო მეტრეველი და შალვა ხახანაშვილი). ქართული პავილიონი და მისი ორგანიზება დიდი პატივია, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარდა და საერთაშორისო პროექტი « თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი წარედგინა ». ამ სასიამოვნო ფაქტის და მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ საკითხებზე სასაუბროთ და ქართული საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდების და ანალიზისთვის როგორც ქართული პავილიონის კურატორები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და კოლეგები არიან მოწვეული კონფერენციის ფორმატში, რომლებიც უშუალოდ ვენეციის ბიენალეს მსვლელობის დეტალებს და პერიპეტიებზე, მათს გამოცდილებასა და ქართული პავილიონის მხატვრულ ანალიზს გააკეთებენ.
ქარავან არტ ფორუმი, პროგრამა
მონაწილე ქვეყნები – იტალია, საფრანგეთი, თურქეთი, უზბეკეთი და საქართველო
18 სექტემბერი, პარასკევი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
11:00 – კონფერენცია
მარიამ ბოჭორიშვილი, საქართველო – არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების და დიზაინის სკოლა – თანამშრომლობის პერსპექტივები
დენისჰან ოზერი, თურქეთი – თურქეთის ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Art Turkey) პრეზიდენტი იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი და IAAF-ის სტამბოლის ხელოვნებისა და ანტიკვარიატის ბაზრობის (IAAF Istanbul Art & Antiques Fair) სამხატვრო ხელმძღვანელი – მხატვრული საქმიანობის პრეზენტაცია
ლუკა ბერტა, ფრანჩესკა ჯუბილეი, იტალია – ვენეციის არტ ფაქტორი Venice Art Factroy & ვენეციის დიზაინის ბიენალეს Venice Design Biennial ორგანიზატორი და ხელმძღვანელები
– მხატვრული საქმიანობის პრეზენტაცია
ნინო მეტრეველი, საქართველო – თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, თბილისი – ხელმძღვანელი
შალვა ხახანაშვილი, საფრანგეთი/საქართველო – ქარავანსარაი მხატვრული პროგრამები, პარიზი – ხელმძღვანელი
– ერთობლივი პრეზენტაცია, საქართველოს ეროვნული პავილიონი 62 ვენეციის ბიენალეზე
19 სექტემბერი, შაბათი
ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა
ქარავან არტ ფორუმი, «ურბანული პეიზაჟები», საერთაშორისო გამოფენა
17:00 – არტ პერფორმანსი, ელენე მეტრეველი
18:00 – პროგრამის ოფიციალური გახსნა
20 სექტემბერი, კვირა
ქუთაისის ფოტო კინო მატეანეს მუზეუმი
12:00 – მუზეუმის ფოტო არქივების გაცნობა
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი- მედეა
14:00 – ხელოვნების ხეივანი, ფოტო ნამუშევრების პრეზენტაცია ფოტო სტენდებზე, ღია ცის ქვეშ
21 სექტემბერი, ორშაბათი
ქარავან არტ ფორუმის დახურვა
მონაწილეები
იტალია – ლუკა ბერტა, ფრანჩესკა ჯიუბილეი, სილვანო რუბინო, ანგელა გრიგოლატო, ოლმო გ. სტუპპია, მაურო მარჩენარო
თურქეთი – დენიზჰან ოზერი, ბასაკ კანჰერი, მურატ გერმანი, ლევენტ ოგუზი
საფრანგეთი – ჟან დომინიკ ფერუჩი, კარიმ ბორხასი
უზბეკეთი – ბობურ ისმოილოვი
საქართველო – ქეთი ბათიაშვილი, თენგო დალაქიშვილი, მაკა გოცირიძე, ელენე მეტრეველი, გიორგი ცაავა, ვანო ჩაფიძე, მალხაზ ახვლედიანი
სპეციალური სტუმარი – დათო ევგენიძე
ორგანიზაცია
ნინო მეტრეველი – თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, თბილისი
შალვა ხახანაშვილი – ქარავანსარაი მხატვრული პროგრამები, პარიზი
გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

21 სექტემბერს “ვანელობა” აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
21 სექტემბერს “ვანელობა” აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

“ვანელობა 2026” ღონისძიების პროგრამა: 13:00-18:00 სთ. - საბავშვო-გასართობი სივრცე: • სახის მოხატვა, ზღაპრის კოსტიუმირებული გმირები, სახალისო თამაშები; • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა; • მხატვრულ-ლიტერატურული გაერთიანება ,პარნასის’’ მოსწავლეთა პერფორმანსი; 14:00...

დაწვრილებითDetails

ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 29 დოლარით მოიმატა და 4 389 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.68%-ითაა გაძვირებული....

დაწვრილებითDetails

ძლიერი ნალექი და სეტყვა – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდი და ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 18-20 სექტემბერს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში შესაძლებელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ნალექი და სეტყვა. 19 სექტემბერს ნალექიანი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა ვიცოდეთ ინტოქსიკაციაზე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა
მთავარი

საკვებით გამოწვეული დაავადება არის დაავადება, რომელიც ადამიანს უვითარდება დაბინძურებული საკვების ან სასმლის მიღების შედეგად. კვებითი მოწამვლის სიმპტომები ხშირად მოიცავს დიარეას და ღებინებას. სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში, ან...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდება. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია...

დაწვრილებითDetails

14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია – მაია ჩხაიძე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

„14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა, გასტროენტერიტის მოვლენებით გუშინ საღამოდან დღეს დილამდე გრძელდებოდა პაციენტების მომართვიანობა. ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ...

დაწვრილებითDetails

ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სეს-მ მოკვლევა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები შედის 2023-2024 წელს საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესში
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე. უეყების ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"