ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საკანდელიძე- ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია!! ფინალში “ქუთაისი 2010”-მა დამაჯერებლად – 88:67 სძლია “ვერას” და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ტურნირის მთავარი ჯილდო!!! შეხვედრის საუკეთესო ფორვარდად ქუთაისელი ილია ლონდარიძე დასახელდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე კი ქუთაისელთა რიგებიდან დეჟუან რაითი გახდა. ფინალურ მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული ესწრებოდა. საკანდელიძე- ქორქიას სახელობის ტურნირი 2006 წლიდან ტარდება და იგი წელს მე-16-ედ გაიმართა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...









