„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ – ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. – ინფორმაციას “მთავარი ამბები” ავრცელებს.
როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.
„მთავარი ამბებისთვის“ გარდაცვლილის ვინაობა გახდა ცნობილი – ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა.
„საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ჩვენი ხვიჩა… ღმერთო, რით ვანუგეშოთ ოჯახი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.
სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა
სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...









