ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა.
“დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან, სკოლიდან თანაკლასელთან ერთად დაიკარგა ბავშვი. გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნოთ ან ნახეთ, დარეკეთ ნომერზე – 557 74 37 30” – ნათქვამი იყო გავრცელებულ ინფორმაციაში.










