ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საკანდელიძე- ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია!! ფინალში “ქუთაისი 2010”-მა დამაჯერებლად – 88:67 სძლია “ვერას” და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ტურნირის მთავარი ჯილდო!!! შეხვედრის საუკეთესო ფორვარდად ქუთაისელი ილია ლონდარიძე დასახელდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე კი ქუთაისელთა რიგებიდან დეჟუან რაითი გახდა. ფინალურ მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული ესწრებოდა. საკანდელიძე- ქორქიას სახელობის ტურნირი 2006 წლიდან ტარდება და იგი წელს მე-16-ედ გაიმართა.
დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
26 სექტემბერი ემოციურად მნიშვნელოვანი დღეა - სავსე მთვარე ვერძის ნიშანშია. ეს პერიოდი ხშირად უკავშირდება რაღაცის დასრულებას, მნიშვნელოვანი რეალიზაციის მომენტს და იმ საკითხების ზედაპირზე ამოსვლას, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უკანა პლანზე...








