LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გელათში დაზიანებულ კრამიტებს მყარი სახურავი შეცვლის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

როდის დასრულდება გელათში გადახურვის პროცესი

დაპოსტა 2020/12/01-ში
A A
195
ნახვა
გაზიარება

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება.

მათი ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ განახრორციელებს.

„სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები არსებულ კრამიტზე თუნუქის მყარი ფენილის დაყდნობის მეთოდით დაიფარება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით დროებითი გადახურვის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება. წინასწარი პროგნოზით, მთავარი ტაძრის მკლავებზე მოსაწყობი გადახურვების სამუშაოები მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე გასტანს. ამავდროულად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დასრულდა დროებითი ღონისძიებების ფარგლებში მყარი გადახურვების მოწყობის 2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, ეკვდერებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე პროექტით განსაზღვრული თუნუქის კონსტრუქციული ფენილების დაგებას ითვალისწინებდა. პარალელურად, ახლო მომავალში გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტები ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად შესყიდული გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის წინასწარ განსაზღვრულ არეალებზე ინსტალაციის პროცესს დაიწყებენ. ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგის სენსორების მეშვეობით, განისაზღვრება მაკროკლიმატის (ტაძრის გარეთ არსებული გარემოს) გავლენა მიკროკლიმატზე (ტაძრის შიდა სივრცეზე) და მათი შესაძლო გავლენა კედლის მხატვრობის მდომარეობაზე. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული. კრამიტის ჩანაცვლების პროცესამდე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრიტიკული არეალები სპეციალისტების მიერ ე.წ. შურფების გახსნის გზით სრულფასოვნად იქნება შესწავლილი, რითაც ინტერიერში წყლის ინფილტრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება“,-აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

“კატეგორიულად მიუღებელია ამით ქართველი ერის შანტაჟი”- კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავიზო დიალოგთან დაკავშირებით დასმულ...

დაწვრილებითDetails

“რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება”- კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. რთულია წარსულში თქმა, მაგრამ უნდა ყველამ იცოდეს,დიდთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"