,,დარდად წაყვა ერთადერთი შვილის ნეშტის გადმოსვენება” – ამის შესახებ ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი წერს და ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯოკია კოპალიანის ოჯახს უსამძიმრებს:
”ვუსამძიმრებთ ოჯახს ჯოკია კოპალიანის გარდაცვალების გამო!
ის ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი საზოგადოებრივი პოზიციით, იყო დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი!
მისი შვილი თენგიზ კოპალიანი გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში, სამწუხაროა, რომ ოჯახმა ვერ შეძლო მისი ნეშტის დატირება და მის მშობელს, დარდად წაყვა ერთადერთი შვილის ნეშტის გადმოსვენება!
ღმერთმა აცხონოს მისი სული!”- წერს ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.










