სიმონ ყაუხჩიშვილს, ქართველ მეცნიერ-ბიზანტინოლოგს, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. მეცნიერის დაბადების დღის აღსანიშნავად მის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა თაიგულით შეამკეს. ცერემონიალს ვატიკანის ელჩიც ესწრებოდა.
,,სიმონ ყაუხჩიშვილის ღვაწლი ძალიან დიდია, რადგან მან შეადგინა ქართულ-ლათინური ლექსიკონი, ასევე შექმნა ისეთი სამეცნიერო ნამუშევრები,რომლებიც სამაგალითოა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის’’- განაცხადა ვატიკანის ელჩმა ჟოზეა ბეტანკურმა.









