LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობის შეწყვეტისთვის მანიფესტი შეიქმა

რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობის შეწყვეტისთვის მანიფესტი შეიქმა

დაპოსტა 2020/09/29-ში
A A
245
ნახვა
გაზიარება
მოძრაობა “არა ონის კასკადს; რიონის ხეობის გადარჩენისთვის” – რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობს შეწყვეტისთვის მანიფესტი შექმნეს.
მოძრაბა მოთხოვნით  საქართველოს მთავრობად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მიმართავს.
შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა / Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi 

რიონის ხეობა საფრთხეშია.

საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს – ონის და ნამახვანის კასკადებს. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას. 

For English please  scroll down #გადავარჩინოთრიონი #არაონისკასკადს #არანამახვანიჰესს #saverioniriver

ონის კასკადის შედეგად, ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მდინარის – რიონის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში წყლის ბუნებრივი ჩამონადენის (საშუალო მრავალწლიური ხარჯის) მხოლოდ მეათედი დარჩება, ხოლო დანარჩენი ჰესის გვირაბებში მოექცევა. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობის ფლორასა და ფაუნას. რიონი ვეღარ შეასრულებს მის ეკოლოგიურ ფუნქციებს – ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ორგანული ნივთიერებების გადატანას. ამით, ერთი მხრივ, საფრთხე შეექმნება უშუალოდ ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო მეორე მხრივ, ქვედა დინებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოიფიტება და ნაპირების ეროზია მოხდება. თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული, რომ კასკადი სარისკოა მეწყრული სოფლებითვის და შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლება გახდეს საჭირო. ის მნიშვნელოვანი ასპექტი მასშტაბური ჰესის საპროექტო დოკუმენტაციაში შესწავლილი საერთოდ არ ყოფილა.

ონის სოფლების თავზე, სეისმურად და გეოლოგიურად შეუსწავლელ მთებში, გვირაბებში მოქცეულმა რიონმა, შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და გააქროს უწერის ცნობილი მინერალური წყლები, რაც რეგიონს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეზღუდავს.

არც ონის, არც ნამახვანის კასკადის პროექტებში, სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამანადგურებელი მიწისძვრა ახსოვს და მისი განმეორების შესაძლებლობა არსებობს.

433 მგვტ-იანი ნამახვანის კასკადის რეზერვუარების სარკის ზედაპირის ფართობი610 ჰექტარია, რომელიც დატბორავს წყალტუბოსა და ცაგერში სოფლებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34 მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება.

ნამახვანის ჰესი მიკროკლიმატსაც შეცვლის ლეჩხუმში. ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის- ცოლიკაურის მიკროზონას, ანუ, ტვიშის ღვინოს, ისევე როგორც უსახელოურის მიკროზონას. პროექტს ასევე ზემოქმედება ექნება ამბროლაურში ხვანჭკარას მიკროზონაზე. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლების განმავლობაში გაშენებული ვენახები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხალხისგან ისედაც დაცლილ მთის სოფლებში ტურისტების მოზიდვა, წყალში ჩაიყრება.

არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა.

ამ ყველაფერთან ერთად, პროექტების განვითარება ისე დაიწყო, რომ მათი ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ნამახვანის ჰესების კასკადზე გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, ონის კასკადის ხელშეკრულების მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს კერძო კომპანიისგან 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია შეისყიდოს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად მაღალ ფასი გადაუხადოს (საშუალოდ 1 კვტ.სთ10 ცენტზე მეტი).

აღსანიშნავია, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც უკვე ააშენა მძიმე შედეგებით ცნობილი შუახევი ჰესის პროექტი. შუახევი ჰესის გვირაბები ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოინგრა, რისი მიზეზიც გეოლოგიური რისკების არასაკმარისი შესწავლა იყო. დამატებითი სამუშაოების შედეგად, 2020 წელს შუახევი ჰესი ამუშავდა, თუმცა რისკები მოსახლეობისა და გარემოსთვის კვლავაც მაღალია.

მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა. ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე – სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და, ხალხის პროტესტის ფონზე, სამუშაოები დაიწყო.

შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!

საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ:

1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.

3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.

4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას.

გაზიარება98

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ქალი ემსხვერპლა -  ინფორმაციას Info Imereti ავრცელებს.  შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა ქუთაისელი მედიკოსი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ახალგაზრდა ქუთაისელი მედიკოსი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია
მთავარი

ქუთაისელი ახალგაზრდა მედიკოსი და მკვლევარი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია. საქართველოდან წარდგენილ ნაშრომებს შორის მან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. კვლევა ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას პაციენტების თვითტრიაჟში და...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ესკიზის შენახვა
მთავარი

ახალქალაქში სამი წლის ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა - ინფორმაციას Jnews ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ბავშვი თბილისიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა. წინასწარი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
მთავარი

ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს - ქალაქის მერია რუსთაველისა და წერეთლის წუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოებთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთსა და წერეთლის ქუჩის დასაწყისში, დაზიანებული გზის საფარი...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

პატრიმრობაში მყოფ ექსპრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს არასრულწლოვან შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. ინფორმაცია ამის შესახებ “პირველებს“ მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა დაუდასტურა, რომელიც მთავრობის ყოფილ მეთაურს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში ხვდება. უფლებადამცველი ამბობს, რომ ექსპრემიერთან შეხვედრის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

რა შეზღუდვები უწესდებათ 60 წელს გადაცილებულ პირებს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
როგორი აქვთ პენსია ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს
მთავარი

1-ელი სექტემბრიდან 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება. ამის შესახებ bpn.ge წერს. 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აპრილში მიიღო, თუმცა ის ძალაში ხვალიდან შევა....

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ამინდი მკევთრად უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს - "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და...

დაწვრილებითDetails

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
რამდენ ხანს გაგრძელდება კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"