LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
3.6k
ნახვა
გაზიარება

“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

ქუთაისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატად ქუთაისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატი, კლინიკა “ელ-ჯის” მფლობელი ზაზა ლომინაძე წარადგენეს. მერობის კანდიდატად კი ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი დასახელდა.

საზოგადოებასთან შეხვედრა ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა. მას მთავრობის წევრებთან ერთად სასულიერო პირებიც ესრებოდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემი-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და  ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ დგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე.

ბედნიერი და ამაყი ვიდექი დღეს ბაგრატის ტაძართან. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, იყო რჩეული თანაქალაქელებისა და იმ სახელისუფლებო გუნდისა, რომელმაც სამართლიანი, ძლიერი ქვეყნის ასაშენებლად შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

მე ექიმი ვარ, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე „გულის ექიმი“. მე ვიცი, როგორ უნდა მოვიდე თქვენს გულებამდე, ვიცი რა გილხინთ, რა გიჭირთ. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს, ყურს ვუგდებ თქვენს გულისცემას. ასე იქნება მაშინაც, როცა თქვენს სათქმელს პარლამენტში მივიტან.
ჩვენი ქალაქი საუკუნეების მანძილზე იყო და არის ერთგვარი დონორი მთელი ქვეყნისთვის, ხელოვნების, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროში.
არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, თქვენ ჩემი იმედი უნდა გქონდეთ!
ერთად ყველაფერს შევძლებთ!
თქვენი მხარდაჭერის შედეგად, უკვე საქართველოს პარლამენტიდან ვიზრუნებ თქვენზე და ჩემთვის უსაყვარლეს ქუთაისზე!
დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ. – განაცხადა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში ზაზა ლომინაძემ.

 

ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი.

როცა ვდგავარ ამ ეზოში, ბაგრატის ტაძრის წინ, ამ საკრალურ თუ სიმბოლურ ადგილას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქუთაისისათვის, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის, თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით და თქვენი გვერდზე დგომით.
ქუთაისი განსაკუთრებული ქალაქია, ამიტომ ამ ქალაქს სხვანაირი სიყვარული, დაფასება და მოვლა სჭირდება.
ძლიერი ქუთაისი ძლიერი იმერეთია. ძლიერი იმერეთი, ძლიერი რეგიონები, ეს ხომ ძლიერი საქართველოა. – განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილმა.

გაზიარება1446

დაკავშირებული -პოსტები

გამოავლინეს უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 15 პუნქტი – დაკავებულია 9 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
მთავარი

აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.   საგაოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.  ...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის...

დაწვრილებითDetails

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას მოგიხსნით.  ...

დაწვრილებითDetails

1 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა
მთავარი

გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ - საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა - ინფორმაციას ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს. "ძალიან მძიმე ამბავი მოხდა გუშინ ჭიათურაში... სოფელ შუქრუთიდან რამდენიმე ადამიანი...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან პენსია იზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. „ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 და მთავრობის ვალი 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც...

დაწვრილებითDetails

რუსი კაცი, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღიან პატიმრობაში გაუშვეს – მას ქვეყნიდანაც გააძევებენ

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
მთავარი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიან პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ციხის დატოვების შემდეგ  ალექსანდრე პოპოვს ქვეყნოდან გააძევებენ. თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თბილისში ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა  ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელწმიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"