LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
3.6k
ნახვა
გაზიარება

“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

ქუთაისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატად ქუთაისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატი, კლინიკა “ელ-ჯის” მფლობელი ზაზა ლომინაძე წარადგენეს. მერობის კანდიდატად კი ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი დასახელდა.

საზოგადოებასთან შეხვედრა ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა. მას მთავრობის წევრებთან ერთად სასულიერო პირებიც ესრებოდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემი-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და  ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ დგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე.

ბედნიერი და ამაყი ვიდექი დღეს ბაგრატის ტაძართან. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, იყო რჩეული თანაქალაქელებისა და იმ სახელისუფლებო გუნდისა, რომელმაც სამართლიანი, ძლიერი ქვეყნის ასაშენებლად შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

მე ექიმი ვარ, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე „გულის ექიმი“. მე ვიცი, როგორ უნდა მოვიდე თქვენს გულებამდე, ვიცი რა გილხინთ, რა გიჭირთ. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს, ყურს ვუგდებ თქვენს გულისცემას. ასე იქნება მაშინაც, როცა თქვენს სათქმელს პარლამენტში მივიტან.
ჩვენი ქალაქი საუკუნეების მანძილზე იყო და არის ერთგვარი დონორი მთელი ქვეყნისთვის, ხელოვნების, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროში.
არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, თქვენ ჩემი იმედი უნდა გქონდეთ!
ერთად ყველაფერს შევძლებთ!
თქვენი მხარდაჭერის შედეგად, უკვე საქართველოს პარლამენტიდან ვიზრუნებ თქვენზე და ჩემთვის უსაყვარლეს ქუთაისზე!
დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ. – განაცხადა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში ზაზა ლომინაძემ.

 

ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი.

როცა ვდგავარ ამ ეზოში, ბაგრატის ტაძრის წინ, ამ საკრალურ თუ სიმბოლურ ადგილას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქუთაისისათვის, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის, თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით და თქვენი გვერდზე დგომით.
ქუთაისი განსაკუთრებული ქალაქია, ამიტომ ამ ქალაქს სხვანაირი სიყვარული, დაფასება და მოვლა სჭირდება.
ძლიერი ქუთაისი ძლიერი იმერეთია. ძლიერი იმერეთი, ძლიერი რეგიონები, ეს ხომ ძლიერი საქართველოა. – განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილმა.

გაზიარება1445

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

როგორია გომის მთაზე დაშავებულები მდგომარეობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათ შორის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება ორი პირი - დედა-შვილი,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 126 ფაქტი დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმება დაიწყება
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება ავრცელებს. "სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. გამოძიება გრძელდება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"