გოგი წულაია თბილისში, გუშინ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ამბობს,რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად აქციის მონაწილეებმაც აქცია- პერფომანსით თავისი სათქმელი თქვეს, დეპუტატებს კი თმენის ვალდებულება უნდა გააჩნდეთ . ისინი აზრს პარლამენში სხდომებზე უნდა აფიქსირებდნენ და არაადეკვატურად არ უნდა იქცეოდნენ. შეგახსენებთ, რომ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო. იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი...









