LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზა გახსნეს – მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება

გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზა გახსნეს – მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება

დაპოსტა 2020/08/22-ში
A A
152
ნახვა
გაზიარება

ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია, – აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი – ხაშურის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცეპრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კილომეტრი არის სრულად 4 ზოლიანი, 2 კილომეტრი დროებით, ოქტომბრის ბოლომდე არის 2 ზოლიანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რატომ? ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა. მოგეხსენებათ ხაშურში რა ხდებოდა ეკოლოგიურად, მოძრაობის თვალსაზრისით, ხაშური იყო ჩვეულებრივი სატრანზიტო ქალაქი. დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რატომაა და რატომ ვჩქარობდით წვიმაში ამის გახსნას, დღეს უკვე გზა გახსნილია და დასავლეთი-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ხაშურლებისთვის ეს რა არის? პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, მოგეხსენებათ ეს იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი, რომ დავანებოთ უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა ეკოლოგიაც. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის. ახლა შვებულებების სეზონია და ყველა ვმოძრაობთ, ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ წელს არის ყველაზე მასშტაბური გახსნები, საბოლოო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე.

როგორც კი რიკოთი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად მივიღებთ ახალ ქვეყანას ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება სულ სხვა ხარისხობრივად ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ წელს ამ 70 კილომეტრის ძირითადი მონაკვეთები რა არის, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად და ჯაპანა-ლანჩხუთის გზა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13  კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.-ნათქვამია მთავრობის პრესცენტრის გავრცელებულ წერილში .

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და ახალი გზით საშუალებით გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდება.

გარდა ამისა, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით, რათა მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს.

ახალი შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ვეროკავშირის ელჩის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუისი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა დაესწრნენ.

გაზიარება61

დაკავშირებული -პოსტები

სამხრეთ აფრიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სამხრეთ აფრიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ საქართველოში
მთავარი

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო...

დაწვრილებითDetails

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება
მთავარი

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5966 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს. შემთხვევა 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ. „და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად... გური, დეიდა ჩემთვის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს – პოლიცია დამნაშავეს ეძებს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. მკვლელობის ფაქტს "პირველებს" უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ფოთში, 47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულმა კარბაიამ სასამართლოზე დუმილი დაარღვია....

დაწვრილებითDetails

ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
მთავარი

26 ოქტომბერს, თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება TRT Haber. ანტალიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი - საავადმყოფოში. „დღეს, პროვინციული...

დაწვრილებითDetails

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება
მთავარი

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
იმერეთში საარსებო შემწეობას 76 784 ადამიანი იღებს
მთავარი

საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა. 28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"