ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურინტებს წელს გამოცდის ჩაბარება კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოუწიათ. სოციალური დისტნცირება, თერმოსკრინინგი, და პირბადის სპეციალური წესით გამოყენება, ისევე როგორც ყველგან, დღეს ქუთაისის საგამოცდო ცენტრებშიც სავალდებულო იყო. როგორ აფასებენ აბიტურიენტები გამოცდების მიმდინარეობას და რა რეკომენდაციებს იცავდნენ ისინი საგამოცდო პროცესში.
მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...








