ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ბიიდან მომავალი მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა და ორივე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები