აშშ-ს საელჩომ ოფიციალურ ვებ გვერდზე განცხადება გააავრცელა: ,,ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ.”-ათქვამია განცხადებაში.
გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია – კულტურის მინისტრი
„საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია“ - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ბაია ბიტაძემ გელათში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაცას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.კულტურის...









