გოგი წულაიამ ქუთაისის შემოვლითი გზის დაუსრულებელი მშენებლობა გააპროტესტა და პერფომანსი გამართა. მისი თქმით, წლებია შემოვლითი გზები დაკეტილია , რაც ნახშირღელესა და ზედა სიმონეთის მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის. მათ დამატებით კილომეტრების გავლა უწევთ, იქმნება საავარიო სიტუაციებიც. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ სიმბოლურად გზაზე სამუშაოები განახორციელა და გზის გახსნა ამ ფორმით მოითხოვა.
“ხელისუფლებას თავი მოაქვს გზების დაჩქარებული ტემპით მშენებლობით, ათასგვარ ზღაპრებს გვიყვებიან. სინამდვილეში კი რამდენიმე წელია, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთით მოძრავი თუნდაც სატვირთო ავტომობილებისგან ვერ გათავისუფლეს. გამონაბოლქვის გამო ადამიანები ავადდებიან. ამასთან ერთად, მოსახლეობას დამატებით კილომეტრების გავლა უწევს, როცა შეიძლებოდა კილომეტრით ნაკლები გაევლოთ, ნორმალურად რომ გაკეთებულიყო ყველაფერი” – აცხადებს წულაია.
სკოლა იყო შენი მთავარი ციხე-სიმაგრე და აკი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მტკიცედ იდექი მასთან – ქუთიასში ცნობილი პედაგოგი გარდაიცვალა
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პედაგოგი, ყველასთვის საყვარელი მარინა არაბიძე. ის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. 48 წლის განმავლობაში მარინა არაბიძემ არაერთი თაობა აღზარდა. მარინა არაბიძეს სოციალურ...










