შავი ზღვის წლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ.
სააგენტოს ცნობით, ისინი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს.
„მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება. ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას“ – წერია ინფორმაციაში.










