გოგი წულაიამ ქუთაისის შემოვლითი გზის დაუსრულებელი მშენებლობა გააპროტესტა და პერფომანსი გამართა. მისი თქმით, წლებია შემოვლითი გზები დაკეტილია , რაც ნახშირღელესა და ზედა სიმონეთის მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის. მათ დამატებით კილომეტრების გავლა უწევთ, იქმნება საავარიო სიტუაციებიც. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ სიმბოლურად გზაზე სამუშაოები განახორციელა და გზის გახსნა ამ ფორმით მოითხოვა.
“ხელისუფლებას თავი მოაქვს გზების დაჩქარებული ტემპით მშენებლობით, ათასგვარ ზღაპრებს გვიყვებიან. სინამდვილეში კი რამდენიმე წელია, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთით მოძრავი თუნდაც სატვირთო ავტომობილებისგან ვერ გათავისუფლეს. გამონაბოლქვის გამო ადამიანები ავადდებიან. ამასთან ერთად, მოსახლეობას დამატებით კილომეტრების გავლა უწევს, როცა შეიძლებოდა კილომეტრით ნაკლები გაევლოთ, ნორმალურად რომ გაკეთებულიყო ყველაფერი” – აცხადებს წულაია.
ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა
გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს. „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...










